„რეალმა“ კვირის მეორე ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფებხურთელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს. მიმდინარე კვირაში ეს სესია მეორე გახლდათ...
ზიზუ განახევრებულ შემადგენლობას ავარჯიშებს. აღსანიშნავია, რომ უფროდაუფრო დიდ დატვირთვას იღებენ ალვარო ოდრიოზოლა, ნაჩო ფერნანდესი და დანიელ კარვახალი.
დღევანდელ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკურ კონდიციებს, ბურთის ფლობას, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და ტაქტიკურ მონახაზებს.
ფედერიკო ვალვერდე აღდგენით პროცესს აგრძელებს, მისი დაბრუნება რამდენიმე კვირაში მოხდება.
რაც შეეხება ფერლან მენდის, ის მადრიდელებთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ სრულ დატვირთვას ვერ იღებს და განსხვავებულ პროგრამას ასრულებს.
- 12 ნოემბერი 2020
- 480
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.