მოდრიჩის თანაგუნდელს კოვიდ 19 დაუდასტურდა
ხორვატიის ნაკრების მცველს, დემაგოი ვიდას კოვიდ 19 დაუდასტურდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ვიდა წინასამატჩო შეკრებაზე გუნდთან ერთად იმყოფებოდა და ინტენსიური კავშირი ჰქონდა ლუკა მოდრიჩთანაც. აღნიშნული სურათიც სწორედ გუშინ არის გადაღებული.
ტესტის პასუხის დაგვიანების გამო დემაგოიმ თურქეთის ნაკრებთან მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
დიდი ალბათობით, მოდრიჩს დროებით იზოლაცია და კორონავირუსზე ხელახალი ტესტის ჩაბარება მოუწევს.
იმედი ვიქონიოთ, ლუკიტა ჯანმრთელია და საკლუბო დონეზე „რეალს“ მისი დანაკლისი არ ექნება, ვინაიდან ვალვერდეს ტრავმის გამო ზიზუს გუნდის ნახევარდაცვაში ისედაც დიდი პრობლემებია.
გუშინ ლუკამ თურქების წინააღმდეგ მოედანზე 15 წუთი გაატარა.
- 12 ნოემბერი 2020
- 711
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.