MARCA - ოდეგორი ჰოლანდის დაყოლიებას შეეცდება!
მარტინ ოდეგორი და ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი ახლო მეგობრები არიან, ისინი ნორვეგიის ნაკრებშიც ერთად თამაშობენ და სანაკრებო პაუზების დროს ხშირად უწევთ შეხვედრა.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ მარტინს სთხოვა, რომ ჰოლანდს „რეალში“ არსებული სიტუაცია გააცნოს და სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბროს.
ოდეგორი ეცდება, რომ „რეალის“ „წარმომდგენლის“ როლი მოირგოს და ერლინგს ბევრი რამ შეატყობინოს სამეფო კლუბის შესახებ.
ფლორენტინო პერესს „დორტმუნდის“ თავდამსხმელის გაფორმება 7-8 თვეში სურს, თუნდაც შეთანხმებაში ჩაიდოს პუნქტი, რომელიც ერლინგის გერმანიაში დარჩენას 2022 წლის ზაფხულამდე გაითვალისწინებს.
- 12 ნოემბერი 2020
- 790
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.