„რეალი“ უპამეკანო-დე ლიხტის დუეტიდან ერთ-ერთს შეიძენს!
ფლორენტინო პერესი ხვდება, რომ დაცვაში ყველაფერი წესრიგში არ არის და გუნდს ახალი მცველი აუცილებლად სჭირდება...
სამეფო კლუბი 2021 წლის ზაფხულში მაქსიმალურად ეცდება, რომ დაიო უპამეკანო ან მატის დე ლიხტი დაიმატოს. ეს უკანასკნელი „იუვენტუსთან“ მრავალწლიან კონტრაქტზეა პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე, ჰოლანდიელი დამატება ძალიან რთული იქნება.
რაც შეეხება უპამეკანოს. დაიოს დამატება ზიდანს გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ ფლორენტინო პერესის პოლიტიკის გამო, რომელიც სატრანსფერო ფანჯარაზე ნულოვან აქტივობას ითვალისწინებდა, ფრანგი მცველის გამადრიდელებას ხელი შეუშალა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, უპამეკანოს ახლანდელი ფასი 60 მილიონი ევროა, თუმცა მადრიდში მიაჩნიათ, რომ უკანახაზელის დამატება 40 მილიონადაც იქნება შესაძლებელი.
- 12 ნოემბერი 2020
- 817
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.