კარვახალი:„„რეალის“ ძალებში ეჭვის შეტანა არავინ უნდა გაბედოს“
დანიელ კარვახალი დარწმუნებულია, რომ „რეალი“ საუკეთესო ფორმამდე მალე მივა...
„არავინ უნდა გაბედოს მადრიდის „რეალში“ ეჭვის შეტანა. ეს არის კლუბი, რომელიც პრობლემების დაძლევას ყოველთვის ახერხებს. დიახ, ახლა სახარბიელო სიტუაცია არ არის. ვისურვებდი, რომ პირველ ადგილზე ვიყოთ, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მოუგვარებელი პრობლემა არცერთ ტურნირზე არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება სტაბილური ციკლი, რომელიც აუცილებლად მოიტანს წარმატებას.“
„ტრავმის მკურნალობის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოედანზე დაბრუნება, არაერთი მატჩის გამოტოვება მომიხდა, მაგრამ ამ რეალობას ვერსად გავექცეოდი, წინ თითქმის მთელი სეზონია და გუნდის დახმარებას ვეცდები.“
„მადრიდი ჩემთვის ყველაფერია, შესაბამისად კარიერის „რეალში“ დასრულებაზე ვოცნებობ და ყველა შემთხვევაში თანახმა ვიქნები, თუ გუნდი კონტრაქტის გახანგრძლივებას შემომთავაზებს, არცერთი წუთით არ განვიხილავ კლუბის შეცვლის საკითხს, ჩემ სახლში ბედნიერი ვარ.“
„მაგნიტო-რეზონანსული კვლევის დროს ვლოცულობდი, რომ დაზიანება უფრო მძიმე არ ყოფილიყო, ვინაიდან წინასწარი დაკვირვების შედეგად, ექიმების პროგნოზი არც ისე დამაიმედებელი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩი და ახლა ყველაფერი კარგადაა.“
„უბრალოდ შეუძლებელია, რომ მატჩებს 3 დღეში ერთხელ ატარებდე, თანაც მაღალი დონის მეტოქეებთან და მუდმივად სტაბილური იყო. ჩავარდნა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მომდევნო დაპირისპირებებში ეფექტურები ვიყოთ. როდესაც ტრავმირებული ხარ და გასაჭირი მყოფ თანაგუნდელებს ვერ ეხმარები, ათმაგად რთულ სიტუაციაში გიწევს ყოფნ.“
„„რეალში“ ეჭვის შეტანა ძვირად ფასობს, ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, აქედან გამომდინარე, მუდმივ კრიტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ.“
- 11 ნოემბერი 2020
- 658
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.