სერხიო რამოსი მსოფლიო რეკორდს უახლოვდება!

სერხიო რამოსი სულ მალე მსოფლიო რეკორდს დაამყარებს, ეს მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება.

„რეალის“ კაპიტანი ამ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად არის და დიდი ალბათობით 3 მატჩში მიიღებს მონაწილეობას. სულ რაღაც 1 მატჩი და ესპანელი ჯიჯი ბუფონის მაჩვენებელს გაუტოლდება, რომელიც კარის დარაჯს იტალიის ნაკრებში აქვს დაფიქსირებული. ჯანლუიჯი ნაკრებში 177 მატჩს მოითვლის, რამოსი კი 176-ს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ჩატარებული სანაკრებო მატჩების მხრივ მსოფლიო ლიდერი აჰმედ ჰასანია, რომელმაც კარიერა 2012 წელს დაასრულა და საბოლოო მაჩვენებელი 184 მატჩი გახლავთ.

რამოსს სჭირდება 8 მატჩის ჩატარება იმისათვის, რომ რეკორდი გაიმეოროს, 9 მატჩი კი აბსოლუტურ რეკორდს და ისტორიაში ახალი ფურცლის გადაშლას ნიშნავს.

ეჭვი არავის ეპარება, რომ „რეალის“ კაპიტანი „ფურია როხას“ მაისურს მინიმუმ 9-ჯერ მოირგებს და მსოფლიო რეკორდის ავტორი გახდება.

  • Bernabeu
  • 11 ნოემბერი 2020
  • 3 990
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (86)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)