ბრაჰიმ დიასი:„ზიდანთან კომუნიკაცია არ მაქვს“
ბრაჰიმ დიასმა მადრიდის „რეალის“ დატოვების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„ნამდვილად ვტკბებოდი მადრიდის „რეალში“ ყოფნით, ვინაიდან ჩემთან ერთად საოცარი ვარსკვლავები იყვნენ, თუმცა დადგა ეტაპი, როდესაც მეტი სათამაშო დრო მჭირდებოდა, აქედან გამომდინარე, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. „მილანში“ საოცარი გარემო დამხვდა და ადაპტაცია მალევე გავიარე.“
„აქ შესაძლებლობების გამოვლენა ბევრად უფრო ადვილია და ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობ, რომ საწადელს მივაღწიო.“
„„რეალი“ წლების განმავლობაში აჩვენებდა იმ მებრძოლ სულს, რომელიც კლუბს აქვს. დიახ, შორიდანაც სჩანს, რომ ახლა ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ მჯერა, რომ „თეთრები“ სეზონს უტიტოლოდ არ დაასრულებენ.“
„ზიდანი შესანშნავი სპეციალისტია, გადახედეთ მის მიერ მოგებულ ტიტულებს და ყველაფერს მიხვდებით. მე ფრანგთან კომუნიკაცია დიდი ხანია არ მქონია, ვინაიდან შორს ვარ.“
„იბრაჰიმოვიჩი მამაჩემის ასაკის არის, მაგრამ ყველა ვხედავთ, რა შეუძლია შვედს. ზლატანისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.“
- 11 ნოემბერი 2020
- 699
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.