ანჩელოტი:„„რეალს“ შეეძლო რონალდუს შენარჩუნება“
კარლო ანჩელოტის აზრით, მადრიდის „რეალს“ კრიშტიანო რონალდუს შენარჩუნება შეეძლო, მაგრამ „იუვენტუსის“ მხრიდან შემოთავაზებულმა თანხამ ყველაფერი შეცვალა.
„ფინანსური თვალსაზრისით „რეალს“ პრობლემები არ ჰქონდა, მაგრამ 33 წლის რონალდუს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტის მიღება ნამდვილად მიმზიდველად ჟღერდა. თუნდაც 1 წლით პორტუგალიელის „ბლანკოსში“ დარჩენის შემთხვევაში, მისი ფასი მინიმუმ 45%-ით შემცირდებოდა, სწორედ აქედან გამომდინარე, „რეალმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი აზრით ნაადრევი იყო.“
„„რეალს“ შეეძლო რონალდუს შენარჩუნება, მაგრამ ვითარება სხვაგვარად წარიმართა. მეტი აქტიურობის და მოლაპარაკების შემთხვევაში, დედაქალაქები წინახაზელის დაყოლიებას შეძლევდნენ და კრისი „იუვენტუსში“ არ წავიდოდა.“
„მე ვწვრთნიდი კრიშტიანოს და ზუსტად ვიცი, რომ ის კიდევ დიდხანს ითამაშებს, მას აქვს საკუთარი საიდუმლო, რომლის წყალობითაც უმაღლეს დონეზე გამოდის.“
„არ გამოვრიცხავ, „7“-იანი მწვანე მინდორზე კიდევ 5 წლის მანძილზე ვიხილოთ, თანაც ისე, რომ ის კარგ ფორმაში იყოს.“
- 10 ნოემბერი 2020
- 4 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.