მადრიდში რაულის დაწინაურებაზე ალაპარაკდნენ
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ზინედინ ზიდანის მუშაობით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს სულაც არ იქნება გამორიცხული ფრანგი ლეგენდის დათხოვნა.
მადრიდში რაულ გონსალეს ბლანკოს დაწინაურებაზე ალაპარაკდნენ. ის, რომ რაული ისედაც მოიაზრებოდა ზიზუს შემცვლელად ახალი არ არის, მაგრამ ეს თუ 2021 წლის ზაფხულში მოხდება ნამდვილად გასაკვირი უნდა იყოს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი მომდევნო 2 თვეში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად დააკვირდება და ასევე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგებს.
პრეზიდენტმა იცის, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე აშრაკა პასიურობამ ზიზუს გუნდი დაასუსტა, თუმცა ხელმძღვანელობის აზრით, სამეფო კლუბს ჰყავს ის შემადგენლობა, რომელიც ლა ლიგის მოგებისთვის უნდა იბრძოდეს, თანაც იმ ფონზე, რომ „ბარსელონაშიც“ პრობლემებია.
„ელ კაპიტანოს“ გარდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურაც განიხილება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ტოტენჰემის“ ყოფილი თავკაცი „მანჩესტერ იუნაიტედთანაც“ ძალიან ახლოს არის.
- 10 ნოემბერი 2020
- 1 026
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.