ბენზემას მიკრო ტრავმა აქვს!
კარიმ ბენზემა სრულად ჯანმრთელი არ არის. ესპანური გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანის ფავორიტს მიკრო ტრავმა აქვს და მომდევნო ვარჯიშებზე განსხვავებული პროგრამით მოემზადება.
ფრანგის „ვილიარეალთან“ თამაშს დიდი ალბათობით საფრთხე არ დაემუქრება, თუმცა მინიმუმ მიმდინარე კვირის ბოლომდე „9“-იანი ყველა დავალებას ვერ შეასრულებს.
მოთამაშის გადატვირთულობა პირველ რიგში იმან განაპირობა, რომ ის თითქმის ყველა მატჩს თავიდან ბოლომდე თამაშობს და ზიზუს ალბათ „ავიწყდება“, რომ კარიმი 32 წლის არის და დეკემბერში 33 წელი უსრულდება.
- 10 ნოემბერი 2020
- 601
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.