მარკო ასენსიო:„მე მხარს ვუჭერ ანსუ ფატის“
მარკო ასენსიო ესპანეთის ნაკრებში სწორედ იმიტომ მოხვდა, რომ ანსუ ფატიმ ტრავმა მიიღო და ლუის ენრიკეს გუნდში ადგილი გათავისუფლდა. „რეალის“ შემტევმა ნაკრების თავკაცთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფატიზეც ისაუბრა.
„დიახ, მე აქ იმიტომ ვარ, რომ ანსუ ფატიმ ტრავმა მიიღო, მას შეტყობინება უკვე გავუგზავნე და აქაც ვამბობ, რომ მხარს ვუჭერ და მოუთმენლად ველი მის დაბრუნებას.“
„ფატი მსოფლიო ფეხბურთისა და ესპანეთის ნაკრების მომავალია, მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.“
- 10 ნოემბერი 2020
- 715
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.