ზორკი:„რეინიერს ფიზიკური პრობლემები აქვს, მან ბევრი უნდა ივარჯიშოს“
დორტმუნდის „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა რეინიერ ჟესუსზე ისაუბრა.
„ვთვლით, რომ რეინიერის დამატებით სწორი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ არსებულმა პანდემიამ ფეხბურთელზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ახალგაზრდა მოთამაშეს ბევრი ვარჯიში მართებს იმისათვის, რომ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება მოახდინოს, სხვაგვარად მას პრობლემები შეექმნება.“
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამხრეთ-ამერიკელმა ბუნდესლიგაში თავის დამკვიდრება შეძლოს.“
„ჟესუსს აქვს საფეხბურთო ინტელექტი, ტექნიკა, ყველა მონაცემი, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკურ სიძლიერეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთობლივი ძალებით ამ პრობლემას აუცილებლად დავძლევთ.“
- 10 ნოემბერი 2020
- 912
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.