რეგილონი:„„რეალი“ ზიდანთან საუბრის გარეშე დავტოვე“
სერხიო რეგილონმა მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, „რეალთან“ დაკავშირებით მაქვს გარკვეული სენტიმენტები, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სინდისი სუფთაა. „ბლანკოსი“ საკუთარი გადაწყვეტილებით არ დამიტოვებია და დღეს „ტოტენჰემში“ ბედნიერი ვარ.“
„სამწუხაროდ, ზიდანთან საუბარი ვერ მოვახერხე, ჩვენს შორის კომუნიკაცია დიდი ხანია არ შემდგარა.“
„ჭორები იმის შესახებ, რომ ლუკა ზიდანთან კომფლიქტი მქონდა სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენ მეგობრები ვიყავით.“
„მარსელოს კრიტიკა უადგილოდ მიმაჩნია, ის ექსტრა კლასის ფეხბურთელია. ზოგადად მოთამაშეები არსებულ კრიტიკას ყოველთვის რთულად აღიქვამენ.“
„„რეალი“ და „ტოტენჰემი“ ერთმანეთს ევროპალიგაზე ვერ შეხვდებიან. გამორიცხულია, რომ ზიდანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიოს და 1/8 ფინალში ვერ გავიდეს.“
- 10 ნოემბერი 2020
- 918
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.