ვალვერდეს ტრავმა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა!
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფედერიკო ვალვერდე ტრავმირებულია და მინიმუმ 1 თვის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ სამედიცინო შემოწმების ახალი შედეგების მიხედვით, ურუგვაელი ფეხბურთელი 2020 წელს დიდი ალბათობით ვეღარ ითამაშებს.
ურუგვაელი „რეალის“ 12-იდან 15 მატჩამდე გამოტოვებს და მოედანზე დიდი ალბათობით იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება. ფედემ მკურნალობა უკვე დაიწყო.
ახლა ყველაფერი თავად მოთამაშესა და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული.
შექმნილია სპეციალური გეგმა, რომლითაც ახალგაზრდა ნახევარმცველი იმუშავებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეძლოს მოედანზე გასვლა.
- 10 ნოემბერი 2020
- 1 288
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.