კურტუა:„ყველაფერი გავაკეთე თერთმეტმეტრიანების მოსაგერიებლად“
ტიბო კურტუამ „ვალენსიასთან“ დაპირისპირება შეაფასა...
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მატჩი. მეტოქემ 3-ჯერ დაარტყა პენალტი, რაც თავისთავად მძიმე მომენტი იყო. პირველ ჯერზე კარგად ვითამაშე და სიტუაცია გავანეიტრალე, მეორე პენალტის დროსაც შემეძლო ბურთის აღება, მაგრამ ცოტა უიღბლობას ჰქონდა ადგილი.“
„სანაკრებო პაუზის შემდეგ საკმაოდ რთული მატჩები გველის, ჯერ „ვილიარეალთან“, შემდეგ კი მილანის „ინტერთან“. ორივე დაპირისპირებაში „რეალი“ ვალდებული იქნება გაიმარჯვოს, ვინაიდან ეს დაპირისპირებები სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორც ლა ლიგაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.“
„მწვრთნელის გადაწყვეტილებებს მე ვერ შევაფასებ, ზიდანის განკარგულებაში 25 მოთამაშეა, რომელთა უმეტესობა სეზონის მანძილზე ხშირად ჩნდება მოედანზე, ვინაიდან სეზონი ძალიან გრძელია.“
„ურთულესი მატჩი გვქონდა, მაგრამ ახლა გაჩერება არ შეიძლება.“
- 9 ნოემბერი 2020
- 1 255
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.