ზიდანი:,,ეს მარცხი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ"
ზინედინ ზიდანმა „ვალენსიასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველი ნახევარი საათი ცუდი არ იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, რამაც დაღი დაგვასვა. ჩვენ 3-ჯერ გაგვიტანეს თერთმეტმეტრიანიდან, რაც მორალურად დამანგრეველი იყო.“
„მატჩის შემდეგ ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით არის მოედანზე გასვლა საჭირო.“
„ჩემ შეცდომებს ზუსტად ვაფასებ და ვთვლი, რომ უკეთესი ფეხბურთის ჩვენება შეგვეძლო, ეს იყო სასტიკი მარცხი, რომელიც სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ და მუშაობა განვაგრძოთ.“
„დიახ, დაცვაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ „რეალს“ არაერთხელ უჩვენებია, რომ მაღალი კლასის მცველები ჰყავს.“
- 9 ნოემბერი 2020
- 4 738
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.