ზიზუ ვალვერდეს ჩამშლელად თამაშს ასწავლის

ზინედინ ზიდანი თვლის, რომ ფედე ვალვერდეს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მისი ახლანდელი პოზიცია რა თქმა უნდა კომფორტულ ზონას ქმნის, მაგრამ ზიზუ უკვე თვეების ურუგვაელს მოუწოდებს, რომ ჩამშლელ ნახევარმცველად თამაშიც ისწავლოს და კაზემიროს ხშირად მოუსმინოს.

და დღეს დადგა დღე, როდესაც ფედერიკო სწორედ კაზემიროს პოზიციას დაიკავებს, თანაც საკმაოდ რთული მეტოქესთან.

ვალვერდე სწრაფია, არც სიხისტეს უჩივის და მეორე სართულზეც ხშირად კარგად გამოდის. მისთვის ჩამშლელობა არ უნდა იყოს ისეთი პრობლემა, როგორიც თუნდაც მოდრიჩისთვის, ისკოსთვის, კროოსისთვის ან ოდეგორისთვის.

მრავალმხრივობა ყოველთვის ფეხბურთელის დამატებით პლუსებზე მეტყველებს. დღეს ვალვერდეს აქვს იმის შანსი, რომ ზიზუს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს საკუთარი დადებითი თვისებები.

დღევანდელი მატჩი დიდ ინტერესს იწვევს, სადაც გამოჩნდება, რამდენად ღირს ზიზუს მუშაობის გაგრძელება ფედერიკოს ე.წ გარდაქმნასთან დაკავშირებით.

  • Ramos
  • 8 ნოემბერი 2020
  • 857
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)