ისკოს პრემიერლიგაზე მეტად იტალიაში თამაშის პერსპექტივა ხიბლავს
ისკო ალარკონის „რეალიდან“ აბარგებაზე ბევრი იწერება. „ევერტონმა“ ღიად გამოთქვა სურვილი, რომელიც ესპანელის იჯარით აყვანას ეხებოდა. ანჩელოტი მზად არის, „რეალთან“ ისაუბროს, როგორც 6, ასევე 18 თვიან იჯარაზე.
იტალიური გამოცემების ცნობით, ალარკონს პრემიერლიგაში თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს და იტალიისკენ უფრო მიუწევს გული.
ადნრეა პირლო ისკოს „იუვენტუსში“ გადასვლით კვლავ ინტერესდება, ასპარეზზეა გამოსული „მილანიც“, რომელიც საკმაოდ გაძლიერდა და ახალი ფეხბურთელების მოყვანის პოლიტიკას აგრძელებს.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალი“ ფეხბურთელის გაყიდვაზე ფიქრობს და არა იჯარით გაშვებაზე, ვინაიდან 1 და 2 წელიწადში ალარკონის ასაკიდან გამომდინარე, მისი ფასი კოლოსალურად დაეცემა, ახლა კი მისი გაყიდვა 30-40 მილიონ ევროდ მაინც არის შესაძლებელი.
ფაქტია, რომ ზიზუ ისკოს აღარ ენდობა, მის პოზიციაზე „რეალს“ მარტინ ოდეგირიც ჰყავს, აქედან გამომდინარე, ესპანელის წასვლის შანსი დიდია.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველი მოედანზე ფაქტობრივად არ ჩნდება. მის ანგარიშზე მხოლოდ 177 წუთია.
- 8 ნოემბერი 2020
- 597
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.