5 ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც „რეალი“ 2021 წლის ზაფხულში ეცდება!
მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო პრიორიტეტების ფორმირებას ახდენს. ზინედინ ზიდანი 2021 წლის ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.
შესაძენი ფეხბურთელების სიის პირველი ნომერი რა თქმა უნდა კილიან მბაპეა. „რეალს“ აქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც იმოქმედებს და დიდი ალბათობით ფრანგს დაიმატებს, ვინაიდან კილიანს „პსჟ“-სთან 2022 წლის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და თუ 2021-ში გუნდს არ დატოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
ასევე დიდი პრიორიტეტია ერლინგ ჰოლანდის შეძენა, თუნდაც პერესს ფეხბურთელის „დორტმუნდში“ დატოვება 2022 წლამდე მოუწია. ამ ტრანსფერთან დაკავშირებით დამატებით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზიდანი პრიორიტეტს ლაუტარო მარტინესს ანიჭებს და თვლის, რომ არგენტინელი უფრო პროდუქტიული იქნება.
მესამე ფეხბურთელი ედუარდო კამავინგაა, ფეხბურთელი, რომელიც 1 წლით „რენში“ დარჩა, მაგრამ რამდენიმე თვეში აუცილებლად მოირგებს „მერენგების“ მაისურს.
„ბლანკოსი“ ასევე აქტიურად იმუშავებს მაღალი დონის ცენტრალური მცველის შეძენაზე, ვინაიდან პერესი ხვდება, რომ სერხიო რამოსს ადრე თუ გვიან რეალური შემცვლელი სჭირდება. „მერენგების“ რადარზე უკვე დიდი ხანია მატის დე ლიხტი ჩანს, მაგრამ ტრანსფერი ურთულესი იქნება, მეორე ვარიანტად კი უპამეკანო განიხილება, რომელმაც შარშანდელ სეზონში მსოფლიო გრანდების ყურადღება მიიპყრო.
მეხუთე ფეხბურთელი დიდი ალბათობით მარჯვენა მცველი იქნება. „რეალი“ ინტერესდება აშრაფ ჰაკიმის დაბრუნების პერსპექტივით და ასევე განიხილავს ჰექტორ ბელერინის სამშობლოში დაბრუნების საკითხსაც, რომელიც ახლა „არსენალის“ ღირსებას იცავს.
ესპანური გამოცემების ცნობით, პერესი აპირებს, რომ ტრანსფერებში მინიმუმ 400 მილიონი ევრო დახარჯოს, მეტის საჭიროების შემთხვევაში კი ალტერნატიული რესურსებიც აქვს, რომლებიც სპონსორების მხრიდან დახმარებებს ითვალისწინებს.
- 8 ნოემბერი 2020
- 3 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.