„ატლეტიკო“ პირველ ადგილზე გადავიდა, ლა ლიგის ცხრილში ცვლილებებია

მადრიდის „ატლეტიკო“ ლა ლიგაში დამაჯერებელ გამოსვლას განაგრძობს. დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგაში დროებით პირველ ადგილზე განთავსდა და თუ „სოსიედადი“ და „რეალი“ დღეს გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, „როხიბლანკოები“ ცხრილის სათავეში მოექცევიან.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის არც ისე დამაჯერებლად დაწყების შემდეგ მადრიდელებმა სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

7 ტურის შემდეგ სიმეონეს გუნდი 17 გატანილ და 2 გაშვებულ გოლს მოითვლის, რის გამოც 17 ქულა უწერია აქტივში.

სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა „ბარსელონამაც“, რომელმაც „ბეტისს“ 5-2 სძლია და მე-13 პოზიციიდან მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კუმანის გუნდს 2 მატჩი რეზერვში აქვს.

დღეს „რეალი“ „მესტალიაში“ იასპრეზებს და აუცილებელი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. თუ მადრიდელები მოიგებენ და „სოსიედადი“ წაიბორძიკებს, ცხრილის ლიდერი ზიდანის გუნდი გახდება.

  • Ramos
  • 8 ნოემბერი 2020
  • 852
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)