ზიდანი ლუკა იოვიჩს იჯარით წასვლას ურჩევს

ლუკა იოვიჩისა და ზინედინ ზიდანის ურთიერთობა ვერა და ვერ დარეგულირდა. სერბი ფეხბურთელი მეტ სათამაშო დროს ითხოვს, ზიდანი კი სრულ ნდობას ბენზემას უცხადებს და ექს „აინტრახტელს“ არ ენდობა.

„მარკას“ ცნობით, ზიზუმ იოვიჩს ახალი კლუბის მოძიება და იჯარით წასვლა სთხოვა.

ზინედინი მზად არის, იოვიჩი 6 თვიანი იჯარითაც გაუშვას, თუ მას იანვარში მსურველი გამოუჩნდება.

იოვიჩი „რეალში“ აბსოლუტურად ვერ თამაშობს, რაზეც ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომელიც ფეხბურთელს აქვს.

22 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში შესაძლო 900-იდან მხოლოდ 201 წუთი აქვს მოედანზე გატარებული, საიდანაც 142 წუთი ლა ლიგაზე, მოდის, ხოლო დანარჩენი 59 ჩემპიონთა ლიგაზე.

ლუკას ამ სეზონში არ გაუტანია არცერთი გოლი და ასევე არ გაუკეთებია არცერთი საგოლე გადაცემა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ფაქტობრივად ნულის ტოლია.

ასევე აღსანიშნავია TransferMarkt-ის მონაცემები, სადაც იოვიჩის ფასი ამ ეტაპზე 25 მილიონი ევროა, სულ რაღაც 1 წლის წინ კი „ბლანკოსმა“ მოთამაშე 60 მილიონად შეიძინა.

  • Ramos
  • 7 ნოემბერი 2020
  • 810
  • 3

1

7 ნოემბერი 2020 16:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზემა ასაკშია . ყველას ეხება როტაცია მის გარდა რაც გამოიწვევს მის გადაწვას . წინაზე კორონა რომ არაა გადაიწვებოდაა .

2

7 ნოემბერი 2020 16:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 438
gadamwvari ro araa xo ras ambob da gadaglilze vafshe shashi beshi aq tvalebshi wina matchia magaliti brucianobis

3

8 ნოემბერი 2020 13:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზემა სულ გადამწვარ არის :). მემგონი რაღაცას უყრის ჩაიში ზიდანს ეჭვიანი ცოლივით სხვა თავდამსხმელი რომ არ შეიყვაროს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)