„რეალის“ მომდევნო 9 მატჩი ძალიან რთული იქნება - ვის შეხვდება ზიზუს გუნდი?
მადრიდის „რეალი“ ძალიან რთულ ფაზაში შედის. უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო 9 მატჩი „ბლანკოსისთვის“ მეტისმეტად რთული იქნება.
ძალიან რთული კალენდარი „ვალენსიასთან“ მატჩით იწყება, რომელიც 8 ნოემბერს შედგება, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება.
21 ნოემბერს „მერენგების“ მეტოქე „ვილიარეალი“ იქნება, 25 ნოემბერს კი „ბლანკოსს“ მილანში ჩაფრენა და „ინტერთან“ საკმაოდ მძიმე მატჩის გამართვა მოუწევს, ვინაიდან ანტონიო კონტეს გუნდს წაგების შემთხვევაში 1/8 ფინალში გასვლის შანსი აღარ რჩება.
28 ან 29 ნოემბერს „მერენგების“ მეტოქე ლა ლიგაში „ალავესი“ იქნება, ხოლო 1 დეკემბერს დონეცკის „შახტარი“, ამჟამად უკვე ჩემპიონთა ლიგაზე.
5 ან 6 დეკემბერს ზიზუს შეგირდები ანდალუსიას ეწვევიან და ადგილობრივ „სევილიასთან“ გამართავენ დაპირისპირებას, ხოლო 9 დეკემბერს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯფუფური ეტაპის ბოლო მატჩი „გლადბახის“ წინააღმდეგ.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ „რეალი“ ისევ ლა ლიგაზე გადაერთვება და ურთულეს მატჩს ჩაატარებს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. ეს მატჩი 12 ან 13 დეკემბერს შედგება ხოლო, 15 ან 16 დეკემბერს ზიზუს შეგირდები „ბილბაოს“ უმასპინძლებენ „დი სტეფანოზე.
- 7 ნოემბერი 2020
- 2 547
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.