ბენზემა შეუცვლელია!
კარიმ ბენზემა მიმდინარე სეზონში ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგაში ყველა მატჩი ითამაშა.
ზიზუ კარიმს არც ცვლით, მას მხოლოდ ერთხელ მოუწია მოედნიდან გასვლა, ისიც მატჩის 87-ე წუთზე, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
ბენზემა ლა ლიგის სათამაშო წუთების თითქმის 100%-ს იღებს და 7 მატჩში 3 გოლსაც მოითვლის, ასევე მის ანგარიშზეა 3 საგოლე გადაცემაც, რომელიც მან თანაგუნდელებს „ბეტისთან“, „ბარსელონასთან“ და „უესკასთან“ მატჩებში გაუკეთა თანაგუნდელებს.
კარიმი ყველაზე ტურნირზე მიმდინარე სეზონში უკვე 852 წუთით იწონებს თავს და „რეალის“ მხრიდან მხოლოდ ტიბო კურტუას 900 წუთიან მაჩვენებელს ჩამორჩება, რომელმაც ყველა მატჩში თავიდან ბოლომდე იასპარეზა.
ფაქტია, რომ კარიმი ზიზუს ნდობის გამართლებას კიდევ აგრძელებს და კლუბისთვის შეუცვლელ მოთამაშედ ითვლება.
- 7 ნოემბერი 2020
- 641
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.