„რეალი“ ბენზემას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ კარიმ ბენზემას ახალ კონტრაქტზე დაიწყო მუშაობა. ფრანგ ფორვარდს „ბლანკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი წელიდნახევარში. კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
32 წლის მოთამაშე მალე ახალ შეთავაზებას მიიღებს, რომელიც მის „მერენგების“ რიგებში დარჩენას 2023 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.
საუბარია კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივებაზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმების შემთხვევაში, კარიმს ხელფასის 15%-ით შემცირებაზე მოუწევს თანხმობის განცხადება.
ესპანური გამოცემების ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე, „ბლანკოსსა“ და ბენზემას შორის ყველაფერი გაირკვევა.
- 7 ნოემბერი 2020
- 691
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.