აზარი და კაზემირო მხოლოდ 1 მატჩს გამოტოვებენ
ძალიან სამწუხაროა, რომ ედენ აზარი და კაზემირო მადრიდის „რეალს“ დააკლდნენ, თუმცა კორონავირუსის გამო მოთამაშეები ვერც ეროვნულ ნაკრებებს დაეხმარებიან.
გამოდის, რომ როგორც ბრაზილიელს, ასევე ბელგიელს 1 მატჩის გამოტოვება მოუწევთ „ვალენსიას“ წინააღმდეგ, შემდეგ კი დიდი ალბათობით მწყობრში ჩადგებიან.
სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ინფიცირებულებს მაქსიმუმ 12-13 დღე დასჭირდებათ სამკურნალოდ, თუმცა ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად მოჰყვება ან არ მოჰყვება გართულებები მოთამაშეთა ინფექციას.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, „რეალის“ ლიდერები „ვილიარეალთან“ დაპირისპირებისთვის“ 100%-ით მზად იქნებიან. „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ დაპირისპირება სანაკრებო პაუზის შემდეგ, კერძოდ კი 21 ნოემბერს გაიმართება.
- 7 ნოემბერი 2020
- 968
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.