„რეალის“ ოფიციალური განცხადება - ძალიან ცუდი ინფორმაცია!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ძალიან ცუდი ინფორმაცია გვამცნო.
ედენ აზარი და კაზემირო კორონავირუსით არიან ინფიცირებულები. გუშინ ჩატარებული ტესტების მიხედვით, ბრაზილიელსა და ბელგიელს კოვიდ 19 დაუდასტურდათ.
სხვა ყველა ფეხბურთელის პასუხი უარყოფითია. დღეს დილით ვარჯიშის დაწყების წინ „მერენგების“ ფეხბურთელებმა ანტიგენზე დაფუძვნებული სწრაფი ტესტიც დამატებით გაიარეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
აზარი და კაზემირო იზოლაციაში არიან და მკურნალობას იწყებენ.
- 7 ნოემბერი 2020
- 10 363
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.