„რეალმა“ „ვალენსიასთვის“ მზადება დაასრულა

მადრიდის „რეალს“ საკმაოდ რთული გასვლითი დაპირისპირება ელის. ზინედინ ზიდანის შეგირდებმა „მესტალიაზე“ ვიზიტამდე ფინალური ვარჯიში გამართეს.

ვარჯიში მკაცრი პროტოკოლისა და სანიტარული ნორმებიც მაქსიმალური დაცვით წარიმართა.

სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო პრესინგს, ბურთის ფლობას, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და კარში დარტყმების კომპონენტს.

მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად მზადების შემდეგ გუნდს შეუერთდნენ.

დანიელ კარვახალი უფროდაუფრო დიდ დატვირთვას იღებს და მალე მოედანზე გამოჩენასაც შეძლებს. სამაგიეროდ, სრულ მზადყოფნაშია მარტინ ოდეგორი, რომელმაც მთავარი მვრთნელის ყველა დავალება შეასრულა.

სამწუხაროდ, ვარჯიშს დააკლდნენ ედენ აზარი და კაზემირო, ორივე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

8 ჩატარებული მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ მხოლოდ 8 ქულა აქვს მოგროვებული და მე-13 პოზიციას იკავებს. „ღამურებთან“ დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.

  • Ramos
  • 7 ნოემბერი 2020
  • 473
  • 1

1

7 ნოემბერი 2020 14:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
imedia waagebt aqac

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)