„რეალმა“ „დორტმუნდი“ გააფრთხილა
მადრიდის „რეალი“ „ბორუსიას“ აფრთხილებს. ფლორენტინო პერესმა გერმანულ მხარეს ღიად დაუფიქსირდა, რომ თუ რეინიერ ჟესუსის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად არ მოიმატებს, „ბლანკოსი“ ბრაზილიელ ფეხბურთელს იანვარში დაიბრუნებს.
ჟესუსს „დორტმუნდში“ წასვლამდე 2 მსურველი ჰყავდა „ვალიადოლიდისა“ და „მილანის“ სახით, თუმცა „რეალმა“ ნახევარმცველს ბუნდესლიგაში წასვლის შესაძლებლობა მისცა, ვინაიდან არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც ფეხბურთელები ბუნდესლიგაში ძალიან კარგ დონეს აჩვენებდნენ და ვითარდებოდნენ.
„ბორუსიას“ პირობა არ სრულდება. რეინიერმა სეზონის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ 200 წუთი დაჰყო მოედანზე რაც თავისთავად ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
ახლა ბორუსიელებს თვენახევარი ექნებათ იმისათვის, რომ ვითარება შეცვალონ და პერსპექტიულ ახალგაზრდას მეტი სათამაშო დრო მისცენ, სხვა შემთხვევაში „რეალი“ მოთამაშეს იანვარში დაიბრუნებს და დიდი ალბათობით სხვა კლუბში, ისევ იჯარის წესით გაუშვებს.
- 7 ნოემბერი 2020
- 1 118
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.