ზიზუ პოზიციის შეცვლას არ აპირებს, ფრანგის ფავორიტი ლაუტაროა!
ესპანური საინფორმაციო გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი პოზიციებს არ თმობს და აცხადებს, რომ „ბლანკოსმა“ წინა ხაზში ლაუტარო მარტინესი უნდა დაიმატოს.
23 წლის თავდამსხმელი „ინტერში“ შესანისნავად ასპარეზობს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თავად „რეალსაც“ გაუტანა გოლი.
ზიზუს აზრით, მარტინესი „ბლანკოსის“ სტილს ძალიან მოუხდება და პერესმა სწორედ მასზე უნდა გააკეთოს აქცენტი და არა ერლინგ ჰოლანდზე, რომლითაც ძალიან ბევრი კლუბი ინტერესდება.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მარტინესზე „ბარსელონა“ აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა და მოთამაშედ სერია „ა“-ში დარჩა. ამ ეტაპზე რონალდ კუმანის მხრიდან სიახლე არ ისმის, რაც „რეალის“ ამოცანას გაამარტივებს.
- 7 ნოემბერი 2020
- 937
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.