„ბაიერნი“ ჰოლანდს ლევანდოვსკის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს
მადრიდის „რეალში“ არსებული გაუგებრობის ფონზე, რომელიც ფლორენტინო პერესსა და ზინედინ ზიდანს შორის არსებობს, მიუნხენის „ბაიერნი“ გააქტიურდა და ცდილობს, რომ ერლინგ ჰოლანდის სამომავლო ტრანსფერის დეტალები ახლავე შეათანხმოს.
ჰოლანდი ფლორენტინო პერესის ფავორიტია, მაგრამ ზინედინ ზიდანის ლაუტარო მარტინესისკენ უფრო მიუწევს გული, რადგან თვლის, რომ ნორვეგიელი მძიმე ფორვარდია და არ შეესაბამება იმ სათამაშო სტილს, რომელიც „მერენგებს“ აქვთ, ლაუტაროს შემთხვევაში კი საქმე რადიკალურად განსხვავებულ თავდამსხმელთან გვაქვს.
ჰოლანდზე პრეტენზიას არაერთი ტოპ გრანდი აცხადებს, მათ სიას კი მიუნხენის „ბაიერნიც“ შეუერთდა, რომელსაც ადრე თუ გვიან რობერტ ლევანდოვსკის შეცვლა მოუწევს, ვინაიდან პოლონელ ფეხბურთელს ასაკი ემატება და არც ისე პატარა ბიჭი გახლავთ.
„რეკორდმაისტერი“ ეცდება, რომ „ბორუსიასთან“ შეთანხმებას იანვარშივე მიაღწიოს, თუნდაც ტრანსფერი 2022 წლის ზაფხულში შედგეს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება თავად ერლინგის პოზიციას აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
- 7 ნოემბერი 2020
- 623
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.