სერხიო რამოსი:„იოზილის „რეალიდან“ წასვლა ნაადრევად მოხდა“
სერხიო რამოსის მე-100 გოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ესპანელი ფეხბურთელის უახლოესმა მეგობარმა, მესუთ იოზილმა კაპიტანს საიუბილეო გოლი მიულოცა და საუკეთესო უწოდა. მადრიდელმა იოზილზე ისაუბრა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი დონის შემსრულებელზე. ვფიქრობ, იოზილის „რეალიდან“ წასვლა ნაადრევი და დიდი შეცდომა გახლდათ. ჩვენ ერთად კიდევ უფრო სოლიდურები ვიქნებოდით.“
„მესუთი იდეალური ფეხბურთელი და კიდევ უფრო კარგი ადამიანია. მსურს, რომ ყოველთვის წარმატებული იყოს.“
„ნებისმიერი წარმატება, რომელსაც ვაღწევ მესუთისთვის სასიხარულოა, ჩვენ ყოველთვის ვკონტაქტობთ.“
- 7 ნოემბერი 2020
- 4 703
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.