The Sun - „რეალი“ ახალ გალაქტიკოს ქმნის!
ბრიტანული - The Sun იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ ახალი გალაქტიკოს შექმნას აპირებს და ამისთვის მხოლოდ 3 ფეხბურთელის ყიდვა არის საკმარისი.
საქმე ეხება რაღა თქმა უნდა კილიან მბაპეს, ასევე ერლინგ ბრაუტ ჰოლანდსა და ედუარდო კამავინგას. ამ უკანასკნელმა კიდევ მოუმატა და ყველას დაუმტკიცა, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, „რეალის“ შემადგენლობა სულ მალე შემდეგნაირად დაკომპლექტდება.
მეკარე: ტიბო კურტუა
მცველები: კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი
ნახევარმცველები: კაზემირო, კამავინგა, კროოსი
თავდამსხმელები: აზარი, ჰოლანდი (ბენზემა), მბაპე
სწორედ ასე ხედავს The Sun ზინედინ ზიდანის იდეალურ თერთმეტეულს, რომელსაც ნებისმიერი ტიტულის მოგება და რაც მთავარია ძალიან ბევრი გოლის გატანა შეეძლება.
ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსის“ განკარგულებაში იქნებიან ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, ასენსიო, ლუკა მოდრიჩი, ვალვერდე და სხვა ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები. ეს იქნება ზინედინ ზიდანის რესურსი და ძალიან ღრმა სათადარიგოთა სკამი, რაც მთავარ მწვრთნელს შანსს მისცემს ყველა ტურნირზე ოპტიმალური შემადგენლობის მოძიებისა და რესურსების გადანაწილებისთვის გააზრებულად იმოქმედოს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესს სრული ფურორისთვის 400 მილიონ ევრომდე უკვე მობილიზებული აქვს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე დიდი აქტიურობის დაფიქსირებას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ნორვეგიელის „დორტმუნდში“ დარჩენას 2022 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს, „ბლანკოსი“ გერმანულ კლუბის მოხიბვლავს 2021-ში მაინც შეეცდება.
- 6 ნოემბერი 2020
- 7 158
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.