მარკუს ტურამი „რეალის“ დღის წესრიგში მოხვდა
ლეგენდარული ფრანგი მცველის და ზინედინ ზიდანის მეგობრის, ლილიან ტურამის შვილი, მარკუს ტურამი „გლადბახში“ ბრწყინავს. 23 წლის წინახაზელმა „ბლანკოსის“ ყურადღებაც მიიპყრო, რაც პირველ რიგში იმ საოცარმა თამაშმა განაპირობა, რომელიც შემტევმა „გლადბახისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაში აჩვენა.
Bild-ის ინფორმაციით, ტურამის ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევროა. მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება და როგორც სჩანს, ტრანსფერს ფლორენტინო პერესიც აქტიურად განიხილავს.
ტურამს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 3 გატანილ გოლსა და 5 საგოლე გადაცემას მოითვლის.
- 5 ნოემბერი 2020
- 1 122
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.