„რეალი“ დავიდ ალაბას აგენტთან შეხვედრას გეგმავს
დავიდ ალაბას აგენტი, პინი ზაჰავი მადრიდის „რეალთან“ შეხვედრას გეგმავს. ეს ადამიანი რობერტ ლევანდოვსკის „ბლანკოსში“ გადასვლასთან დაკავშირებითაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ალაბასთან დაკავშირებით ვითარება გაცილებით სხვაგვარია. განაპირა მცველს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი რამდენიმე თვეში ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსის მფლობელი გახდება.
ახლა ალაბას ყველა ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ მაღალი ხელფასი მოითხოვოს, ვინაიდან მსურველ კლუბს მასში თანხის გადახდა არ მოუწევს.
ზაჰავი აპირებს, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდეს და ყველა დეტალი შეათანახმოს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ალაბას „მერენგების“ რიგებში მოხვედრის შანსი საკმაოდ მაღალია.
მადრიდელთა გარდა დავიდზე პრეტენზიას პრემიერლიგიდან, სერია „ა“-დან და პარიზიდან აცხადებენ.
- 5 ნოემბერი 2020
- 1 016
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.