მიატოვიჩი:„ზიდანი ლუკა მოდრიჩს ოქროს დროს აკარგინებს“
ფრედრაგ მიატოვიჩის აზრით, ზინედინ ზიდანის პოზიცია ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით მართებული არ არის.
„მოდრიჩი ასაკშია, მაგრამ ის დიდი პროფესიონალია და ვერავინ ვერასდროს ხვდება რამდენი წლისაა ხორვატი, როდესაც ის მოედანზე გადის და თამაშობს.“
„ლუკასთან ერთად სამეფო კლუბის თამაში ბევრად ეფექტური და სანახაობრივია.“
„პირადად ჩემი აზრით, მოდრიჩი კროოსზე მაღლა დგას და არ მესმის, რატომ არის პრივილეგირებული ტონი და არა ოქროს ბურთის მფლობელი.“
„შესაძლოა გავიდეს დრო და ლუკიტა აღარ იყოს ასეთივე ეფექტური, როგორიც ახლაა, ამიტომ ეს დრო „ბლანკოსმა“ უნდა გამოიყენოს და ხორვატისგან მაქსიმუმი მიიღოს.“
„ამ ვითარებაში ზიდანმა ლუკასგან მაქსიმუმი უნდა მიიღოს.“
- 5 ნოემბერი 2020
- 1 250
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.