ითამაშებს თუ ვერა აზარი „ვალენსიას“ წინააღმდეგ - საბოლოო პასუხი ცნობილია!
„ინტერთან“ დაპირისპირებაში ედენ აზარმა მწვავე დარტყმა მიიღო. ბელგიელმა ფეხბურთელმა მოედანზე 60 წუთზე ცოტა მეტი დაჰყო, თუმცა მისი შეცვლა დარტყმის მიღების გამო არ მომხდარა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ზიდანმა განაცხადა, რომ ედენს დარტყმა პრობლემურ ფეხზე არ მიუღია და დაზიანება მეორე ფეხზე აღენიშნებოდა, თუმცა სამედიცინო დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო უბრალოდ დარტყმა, რომელსაც ტრავმა არ გამოუწვევია.
ბელგიელი შემტევი ხვალ და ზეგ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და „ვალენსიასთან“ დაპირისპირებაში მოედანზე გამოჩნდება.
არ არის გამორიცხული, ედენმა მწვანე მინდორზე 75 წუთი დაჰყოს.
- 5 ნოემბერი 2020
- 2 429
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.