რეინიერს „დორტმუნდში“ ძალიან ცოტას თამაშობს
მადრიდის „რეალი“ რეინიერ ჟესუსის სათამაშო დროით უკმაყოფილოა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი „დორტმუნდში“ ძალიან ცოტა სათამაშო დროს იღებს, რაც „ბლანკოსის“ უკმაყოფილებას იწვევს.
რეინიერმა ჯამში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე ჯამურად 106 წუთი ფიქსირდება.
„ბლანკოსისა“ და „ბორუსიას“ შეთანხმების საფუძველი სწორედ ის იყო, რომ ჟესუსს ხშირად შეეძლებოდა მოედნაზე გასვლა და განვითარება. ჯერ-ჯერობით სამხრეთ-ამერიკელის საქმე არც ისე კარგად მიდის.
„რეალი“ გერმანულ მხარეს მოუწოდებს, რომ ვითარება შეცვალოს.
ანალოგიური მდგომარეობა ჰქონდა „ვილიარეალში“ ტაკეფუსა კუბოსაც, რომელსაც სათამაშო დრო არ ეძლეოდა, მაგრამ მადრიდელთა ულტიმატუმის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და იაპონელი მოედანზე ხშირად ჩნდება, თანაც საკმაოდ წარმატებით გამოდის.
- 5 ნოემბერი 2020
- 792
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.