როდრიგო ვინისიუსზე 50%-ით ნაკლებს თამაშობს, მაგრამ შედეგი სულ სხვაა
როდრიგო გოეშმა „ინტერს“ გამარჯვების გოლი გაუტანა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში არც ისე ხშირად ჩნდება მოედანზე, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი შესანიშნავია. იგივე ვინისიუს ჟუნიორთან შედარებით გოეშის სტატისტიკა ბევრად ეფექტურია...
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 207 წუთი გაატარა, სადაც 3 საგოლე გადაცემისა და 1 გოლის გატანა შეძლო. მან მხოლოდ 7 მატჩი მიიღო მონაწილეობა და თითო დაპირისპირებაში საშუალოდ 29 წუთს ატარებდა მოედანზე.
რაც შეეხება ვინისიუს ჟუნიორს. ვინიმ 9 დაპირისპირება გამართა, მისი სათამაშო დრო კი გაცილებით მეტი გახლდათ - 527 წუთი. „20“-იანმა 3 გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, თითო მატჩში კი საშუალოდ 59 წუთი დაჰყო მწვანე მინდორზე.
- 4 ნოემბერი 2020
- 1 877
- 13