ლუკა მოდრიჩი საშუალოდ 50 წუთს თამაშობს
ლუკა მოდრიჩის სათამაშო დრო მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ხორვატმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის მეტწილად შეცვლებზე გამოდის...
ლუკიტას ანგარიშზე 10 მატჩში 551 წუთია, მისი საშუალო მაჩვენებელი თითო მატჩში 55 წუთია, რაც გასული სეზონების მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
იგივე ფედერიკო ვალვერდესთან შედარებით, რომელსაც ასევე 10 მატჩი აქვს ჩატარებული, წუთობრივი სხვაობა თვალშისაცემია. ურუგვაელმა მოედანზე 734 წუთი დაჰყო, მისი საშუალო მაჩვენებელი თითო დაპირისპირებაში 70 წუთს აღემატება.
ფაქტია, რომ ზიზუმ მოდრიჩის ჩანაცვლების პროექტი უკვე დაწყებული აქვს და ლუკიტას მადრიდული კარიერა ეტაპობრივად დასასრულს უახლოვდება.
- 4 ნოემბერი 2020
- 704
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.