კონტე:„„რეალთან“ თამაში ყველაზე რთული იყო“
ანტონიო კონტემ „რეალთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„დიახ, წავაგეთ და კმაყოფილები ვერ ვიქნებით, მაგრამ ამ თამაშმა ჩემს ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა შემატა.“
„ვფიქრობ, მომდევნო ტურებში ბევრად უფრო სოლიდურები ვიქნებით. მილანში ჩვენი მიზანი „რეალის“ დამარცხება იქნება. ეს ყველაზე რთული მეტოქე იყო, მაგრამ დადებითი ასპექტების დანახვაც შესაძლებელია. ჩემმა ბიჭებმა შედეგი ვერ მიიღეს, მაგრამ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს. ჯერ კიდევ 9 ქულაა გასათამაშებელი, რაც რეალურ შანსს გვაძლევს. თუ ჩვენ ყველა თამაშს მოვიგებთ, ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ მეორე ადგილის დაკავებას და 1/8 ფინალში გასვლას შევძლებთ.“
„სერხიო რამოსი ძალიან სახიფათო ფიგურაა, მის წინააღმდეგ მეტი ყურადღებით თამაში გვმართებდა, პირველი გოლი კი ფატალურ გაუმართლებლობას უკავშირდებოდა. ეს იყო ელემენტარული სიზუსტის ნაკლებობა, რის გამოც დავისაჯეთ.“
„როდესაც მადრიდის „რეალის“ სტადიონზე თამაშობ და 2:0-ს აგებ, რთულია სიტუაცია შეცვალო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით, ამისთვის ყველა ფეხბურთელს მადლობას ვუხდი.“
- 4 ნოემბერი 2020
- 1 123
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.