რამოსი:„ბრძოლა გრძელდება, ურთულეს ჯგუფში ვართ“

სერხიო რამოსმა „ინტერთან“ დაპირისპირება შეაფასა...

„ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და საბედნიეროდ, 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. თითქოს ყველაფერი მშვიდად იყო და „რეალს“ 2:0 ხელს აძლევდა, მაგრამ კონტეს გუნდმა ბრძოლისუნარიანობის გამოვლენის შედეგად ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ჩვენ ვიცოდით, რომ მოგების გარეშე თამაშის დასრულება არ შეიძლებოდა, ამიტომ ბრძოლა გავაგრძელეთ და საბოლოო ჯამში სასურველ მიზანს მივაღწიეთ.“

„100 გოლი ნამდვილად სასიამოვნოა. ყველა მცველი ამას ვერ ახერხებს. ამაყი ვარ და მჯერა, რომ კიდევ უფრო შემიძლია მომატება.“

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და დავიბრუნოთ ის ძალა, რაც ადრე გვქონდა. ახლა ურთულეს ჯგუფში ვიმყოფებით, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პროგრამა მინიმუმი „ინტერთან“ შევასრულეთ და მდგომარეობა მცირედით გავიუმჯობესეთ. წინ კიდევ 3 ტურია, სადაც 9 ქულის მოპოვება შეგვიძლია, ჩვენ მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ“

„არტუროს ვიდალის განცხადებებს მე შეფასება უკვე გავუკეთე. მატჩის შემდეგ ჩილელს ვუთხარი, რომ „რეალი“ მისგან პატივისცემას იმსახურებს.“

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2020
  • 4 914
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)