მარსელო ევროპულ ფეხბურთს ემშვიდობება?
მარსელო ვიეირას მომავალი ბუნდოვანია. ბრაზილიელ ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, თუმცა კლუბისგან არსებობს მზაობა, რომელიც მარსელოს მხრიდან წასვლის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, არავითარ პრობლემასთან არ გვექნება საქმე...
ვიცე-კაპიტანს „იუვენტუსი“ ეპატიჟება, ასევე ვრცელდებოდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ახალი ინფორმაციით მიხედვით, ვიეირას შემოთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატიდან აქვს, რომელიც 5 წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.
თუ განაპირა მცველი შეთავაზებას მიიღებს, ის ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობება, რაც თავისთავად ძალიან დასანანი ფაქტი იქნება.
- 3 ნოემბერი 2020
- 4 278
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.