არტურო ვიდალი:„„რეალზე“ ახლაც გაბრაზებული ვარ“
არტურო ვიდალი მადრიდში მოტივირებული ჩავიდა. ჩილელი ნახევარმცველი აპირებს, რომ „ბლანკოსის“ წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლოს...
„ბედნიერი ვარ იმით, რომ ანტონიო კონტეს დავალებებს ღირსეულად ვასრულებ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია კომფორტულ ზონაში ყოფნა. „ინტერში“ თავს ბედნიერად ვგრძნობ.“
„„ბაიერნისა“ და „რეალის“ დაპირისპირება არც ახლა დამვიწყებია, ის იყო ამაზრზენი საღამო, სადაც ბევრ შეცდომას ჰქონდა ადგილი და „რეკორდმაისტერი“ დაიჩაგრა.“
„ვფიქრობ, მადრიდში მოგება სატურნირო ცხრილში ბევრ რამეს შეცვლის. ეს იქნება ბევრად ინტენსიური მატჩი, ვიდრე სხვები, რადგან გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“
„ბუნებრივია, ზიდანი ამ დაპირისპირებას ფინალს უწოდებს.“
„2 წლის განმავლობაში „ბარსელონას“ ღირსებას ვიცავდი. ძალიან მსურს, რომ „რეალი“ დავამარცხო და ეს ტრიუმფი ვიზეიმო „ბარსელონელ“ და მილანელ ხალხთან ერთად.“
- 2 ნოემბერი 2020
- 3 538
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.