ანტონიო კონტე:„„რეალის“ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს ვიყავი“
ანტონიო კონტემ მადრიდის „რეალთან“ დაპირისიპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ალექსის სანჩესმა გუნდთან ერთად ვარჯიში შეძლო, ეს ნამდვილად პოზიტიური სიახლეა.“
„რომ ვიცოდე, რომელი სქემა, ან როგორი შეტევა იქნება საუკეთესო და ყველაზე ეფექტური, ჯადოქარი ვიქნებოდი. მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი გუნდისგან მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენა მივიღო.“
„დიახ, შარშან შედეგიანები ვიყავით და საერთო ჯამში 116 გოლს მოვუყარეთ თავი. წელს ამ კომპონენტში პრობლემები გვაქვს. აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ხარვეზები და ვეცადოთ, რომ შანსების მაქსიმალური რეალიზება მოვახდინოთ.“
„მატჩს თავმდაბლობით შევხვდებით, მაგრამ ყოველგვარი შიშის გარეშე. ზუსტად ვიცი, რა დონის გუნდი ჰყავს ზიდანს. დღემდე „რეალში“ ირიცხებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა თასის აღმართვა ბევჯერ მოახერხეს. ბუნებრივია, ვიცით საქმე ვისთან გვაქვს. ორივე გუნდის მიზანი ფინალში გასვლა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. თუ მადრიდში გავიმარჯვებთ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ურთულესი გამოწვევა მივიღეთ და 1/8 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.“
„მე შემეძლო „რეალის“ მწვრთნელობა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეთანხმება ვერ შედგა. მაინც მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა.“
„ახლა „ინტერს“ ვუდგვარ სათავეში და აღფრთოვანებული ვარ იმ პროექტით, რომელიც აქ ხორციელდება. ჩვენ ვქმნით რაღაც ახალს, რომელიც დიდი სიახლე იქნება იტალიის ჩემპიონატში.“
„სამეფო კლუბის გაწვრთნასთან ახლოს 2-ჯერ ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოლაპარაკება კრახით დასრულდა.“
„ზიდანთან დაკავშირებით განსაკუთრებული მომენტების გახსენება შემიძლია, ის ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული ფეხბურთელი იყო. ზინედინმა მთელი მსოფლიო გააოცა და წარუშლელი კვალი დატოვა საფეხბურთო ისტორიაში. ეს ყველაფერი სწორედ დიდი შრომის შედეგი გახლდათ. მახსოვს ის წლებიც, როდესაც ფრანგი ტურინში ჩამოვიდა და სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ კითხვების დასმა დაიწყო, მაშინვე მივხვდი, რომ ის დიდი სპეცილიასტი დადგებოდა.“
- 2 ნოემბერი 2020
- 2 007
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.