ფიგუს ინტერვიუ
მადრიდის "რეალი" 4-3 "მილანი" ვეტერანთა მატჩის დასრულების შემდეგ. სამეფო კლუბის ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ თავის თანამემამულე ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. მისი თქმით ჟოზე "ბლანკოსს" ძველ დიდებას დაუბრუნებს, რადგან ის ნამდვილი ტაქტიკოსია...
"მოურინიო "რეალის" მთავარი ფიგურა გახდება, "ბლანკოსს" ძველი დიდება სწორედ მისი წყალობით დაუბრუნდება. შესანიშნავ მწვრთნელი, იდეალური ტაქტიკით და სისხარტით. ჩემი თანამემამულე ინტერში უდიდეს სამსახურს სწევდა, ახლა კი რეალის ჯერიც დადგა."
"დარწმუნებული ვარ მომავალი სეზონიდან განსაკუთრებულ "თეთრებს" ვიხილავთ, რადგან მათი მწვრთნელი სწორედ ჟოზეა."
"მოურინიოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან ჩვენ ერთად ვმუშაობდით ინტერში და უდიდესი წვლილი შევიტანეთ გუნდის წლევანდელ წარმატებაში."
"პორტუგალიელი სპეციალისტი როგორც მწრთნელი, ასევე შესანიშნავი ადამიანია. ფეხბურთელისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელთან დამოკიდებულებას. ჟოზე კი ყველა ფეხბურთელთან კარგ ურთიერთობას ამყარებს, იგი თითოეული შეგირდის ნამდვილი მეგობარია."
- 31 მაი 2010
- 3 012
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.