კამბიასო:„„რეალი“ არ არის საუკეთესო ფორმაში“
ესტებან კამბიასო თავის დროზე „რეალისა “ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა. არგენტინელმა ნახევარმცველმა კლუბების შანსები შეაფასა...
„ვფიქრობ, შანსები თანაბარია, რასაც თავისი ასპექტები აქვს. ჩემი აზრით, მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის, ამ გუნდს ბოლო 2 წელიწადია საკუთარი სახე აქვს დაკარგული.“
„მიუხედავად იმისა, რომ ზიზუს კოლექტივი ოპტიმალური ფორმისგან შორს არის, ამ გუნდის გამოცდილება მაინც აღსანიშნავია.“
„„ინტერის“ ფეხბურთელების მოტივაცია ნამდვილად გასაგებია. მადრიდში გამარჯვება დიდი მუხტი იქნება, რომელსაც კონტეს გუნდი მიიღებს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთში წაგება „ბლანკოსის“ სიტუაციას უკიდურესად ართულებს.“
„ყველა ვარიანტში საინტერესო თამაშს ველი, სადაც ორივე გუნდის მიზანი გამარჯვება იქნება. დარწმუნებული ვარ, 1 ქულა არცერთ კოლექტივს არ დააკმაყოფილებს.“
- 2 ნოემბერი 2020
- 855
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.