დავიდ ალაბას გამადრიდელება რეალურია
ესპანური და გერმანული გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ დავიდ ალაბასა და „ბაიერნს“ შორის მოლაპარაკება ვეღარ შედგება. მხარეებმა საბოლოოდ თქვეს უარი კონტრაქტის განახლებაზე...
„ას“-ის ინფორმაციით, ალაბას აგენტს მადრიდის „რეალთან“ კომუნიკაცია რამდენჯერმა ჰქონდა და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექივა განიხილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალაბა საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვს, ვინაიდან ის სულ რაღაც 8 თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და მსურველ კლუბს სრულიად უფასოდ შეუერთდება.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ „ბაიერნის“ მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის წინასამატჩო პრესკონფერენცია განაცხადა, რომ ავსტრიელის ბუნდესლიგაში დარჩენას ისურვებდა.
„რეალთან“ შეთანხმების შემთხვევაში 28 წლის ფეხბურთელი 5 წლიან კონტრაქტს მიიღებს.
- 2 ნოემბერი 2020
- 945
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.