ზიდანი:,,,,ინტერთან" მატჩი ჩემს მომავალს არ განსაზღვრავს"
ზინედინ ზიდანმა „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს. „ინტერს“ კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ფიზიკური თვალსაზრისით ამ გუნდს არაფერი დაეწუნება. ამ მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს. ჩემი კოლექტივის მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება.“
„მოდრიჩთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ხორვატი ისევ ისეთი საჭირო მოთამაშეა, როგორც ადრე იყო, თუმცა ყველა მატჩში 90 წუთს ვერ ითამაშებს, რადგან კალენდარი საკმაოდ მჭიდროა, მის ასაკში ამხელა დატვირტვის მიღება კი პრობლემებს შექმნის.“
„აზარის, ბენზემას და ასენსიოს ტრიოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ახალი ისტორია შექმნას. მე ვფიქრობ, რომ ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან, თუმცა ჩვენ წინა ხაზში სხვა ნიჭიერი ფიგურებიც გვყავს, რომლებზეც შეიძლება დაყრდნობა.“
„ჩემი გუნდის უმთავრესი მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება, ეს ფინალია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი ფინალია და მაქსიმალური კონცენტაციის გამოჩენა გვმართებს.“
„აზარს ჩემპიონთა ლიგაზე კარგი გამოცდილება აქვს, ის სათამაშოდ მზად არის და ეჭვი არ მეპარება, გუნდს ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი, მაგრამ კიდევ უფრო გაუმჯობესება გვსურს.“
„ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩემი მომავალი „ინტერთან“ თამაშზე იქნება დამოკიდებული. თუ მოვიგებთ ძალიან გამეხარდება, თუ წავაგებთ, ეს ჩემ თანამდებობას ხელს არ შეუშლის.“
„დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს, ფეხბურთი ძალიან დაიხვეწა, დღეს ნებისმიერ გუნდს შეუძლია ნებისმიერი დონის მეტოქის დამარხება, ამიტომ მუდმივად განვითარებაზეა ფიქრი საჭირო.“
„საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი ჯგუფი არ არსებობს.“
„ანტონიო კონტესთან მუდმივი ურთიერთობა არ მაკავშირებს, მაგრამ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. როდესაც ანტონიო ფეხბურთელი იყო, კაპიტნის სამკლაურს ფლობდა. როდესაც სამწვრთნელო საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, კონტესთან გარკვეული კომუნიკაციები მქონდა.“
- 2 ნოემბერი 2020
- 4 453
- 6