რთული კალენდარი იწყება!
ნოემბრის თვეში მადრიდის „რეალი“ მხოლოდ 5 დაპირისპირებას გამართავს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე გუნდები საკმაოდ ძლიერები არიან...
3 ნოემბერს „ბლანკოსის“ მეტოქე „ინტერი“ იქნება, ამ მატჩის შემდეგ ზიზუს გუნდს „მესტალიაზე“ ჩასვლა მოუწევს, სადაც „ვალენსიასთან“ გაარკვევს უძლიერესის ვინაობას. შეხვედრა 8 ნოემბერს შედგება.
ამის შემდეგ სტარტს სანაკრებო მატჩები აიღებს, ხოლო ლა ლიგა 21 ნოემბერს განახლდება, „რეალის“ მეტოქე კი „ვილიარეალი“ იქნება.
25 ნოემბერს ზიზუს გუნდის მეტოქე კვლავ „ინტერი“ იქნება, თუმცა დაპირისპირება უკვე იტალიაში შედგება, ხოლო 28 ან 29 ნოემბერს თვის ბოლო შერკინებას „მერენგები“ „ალავესის“ წინააღმდეგ გამართავენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ბლანკოსს“ საკმაოდ სერიოზული მეტოქეები ჰყავს, ალბათ ამ დაპირისიპირებაში გაცილებით კარგად გამოჩნდება ის პრობლემები, რაც გუნდში არსებობს და ასევე კარგად გამოიკვეთება ის ძალა, რომელიც ზიზუს რეალურად აქვს.
- 2 ნოემბერი 2020
- 1 551
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.