„ინტერთან“ ზიზუ 4-3-3 სქემას გამოიყენებს!
ზინედინ ზიდანი მილანის „ინტერთან“ დაპირისპირებაში 4-3-3 სქემის გამოყენებას გეგმავს, სადაც წინა ხაზს აზარი, ბენზემა და ასენსიო დააკომპლექტებენ...
ამასთანავე ზიზუ ნახევარდაცვაში კაზემიროს, ვალვერდესა და კროოსის გამწესებას აპირებს, ხოლო ლუკა მოდრიჩი თამაშში მეორე ტაიმში, ისიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება.
ხორვატმა ფეხბურთელმა გასულ მატჩებში დიდი დატვირთვა მიიღო, ახლა კი შედარებით დაისვენებს.
„მარკას“ ინფორმაციით, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვასკესს ვიხილავთ, მარცხნივ მენდის, ხოლო ცენტრში ვარანსა და რამოსს.
კარს ტრადიციულად კურტუა დაიცავს. ასევე „მარკა“ იუწყება, რომ HBA, ანუ აზარი, ბენზემა და ასენსიო ზიზუს ფავორიტ ტრიოს წარმოადგენს და თუ ედენი კვლავ ტრავმას არ მიიღებს, ამ სამეულს ალტერნატივა არ ეყოლება.
- 2 ნოემბერი 2020
- 944
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.